Sunday, October 2, 2016

პროექტი-ჯანსაღი კვება  და  ჯანმრთელობა-პორტფოლიო

დასრულდა ტრენინგის ბოლო მე-9 დღე. დღევანდელი დღე გამორჩული იყო იმით რომ ბლოგზე ავტვირთეთ დასრულებული პროექტი. ჩემთვის მეტად პროდუქტიული იყო ინტელის ტრენინგები. მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის. მჯერა რომ ეს ყველაფერი დამეხმარება პროფესიული საქმინობის გააზრებულად წარმართვაში.

Saturday, September 17, 2016

                                         
                                  მე-5 დღის რეფლრქსია

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით თუ როგორი წესით ხდება უკუკავშირის გაკეთება. უკუკავშირი სასარგებლოა როგორც მიმღებისთვის ასევე შემფასებლითვის. ტრენინგიდან გავიგე რომ სწორი უკუკავშირისათვის აუცილებელია კითხვების სწორად დასმა, რათა სწორი წარმოდგენა შევიქმნათ  პროექტზე. ამისათვის უნდა დავსვათ:
1. სამი შეკითხვა
2. ორი კომენტარი
3. ერთი რჩევა

ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს. ვფიქრობ ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია შემთხვევით დაარღვიო კანონი, ასევე ამის ცოდნა საჭიროა რათა დაიცვა შენი უფლებები.

Sunday, September 11, 2016

                         მე-4  დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით შეფასების დროში გაწერილი გეგმის გაწერის საშუალებებს..განვიხილეთ და გავეცანით    შეფასების მეთოდებსა დაინსტრუმენტებს. მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.  ეს  ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რადგან შეფასების ეს 5 შეფასების სტრატეგია დამეხმარება არა მარტო პროექტზე მუშაობის დროს არამედ  მთელი სასწავლო პროცესის მსვლელობისას. მინდა კარგად გავითავისო ეს საკითხი რადგანაც მისი გააზრებული ცოდნა გამიადვილებს მუშაობას.

Saturday, September 10, 2016

                                   


                                                                  რეფლექსია-3


ტრენინგის მე-3 დღეს ჩვენ შევისწავეთ პროექტის მიზნებისა და შედეგების შედგენა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობის დროს. გავიგეთ მიზნების მაღალ სააზროვნო უნარებზე მორგების საშუალებები. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობას და სახეს.
                                                  რეფლექსია-2



ტრენინგის მე-2 დღე ვფიქრობ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გავიგე როგორ შემედგინა პროექტის შინაარსი. შევადგინე და თანმიმდევრობით გავწერე იგი. რაც ძალიან დამეხმარება პროექტზე მუშაობის პერიოდში. მომცემს მიმართულებას პროექტის მიზნების შედგენის დროს.

Saturday, September 3, 2016

                             ჩემი პირველი რეფლექსია პროექტის შესახებ



1. პროექტი დამეხმარება უფრო საინტერესო  და მრავალფეროვანი გავხადო სასწავლო პროცესი
2. განვუვითარო მოსწავლეებს სააზროვნო უნარები
3  ასევე პრაქტიკული უნარები
4. სიღრმისეულად ჩაწვდნენ და გაიაზრონ საკითხი
5. განივითარონ თანამშრობლობითი უნარები
6. აიმაღლონ მოტივაცია
7.შეიძინონ ცოდნა ხალისით